დასტონიკი/Dastonic

დასტონიკი

იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ანტისტრესული, ანტიმიკრობული, ენერგეტიკული საშუალება, გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისათვის

 საკვები დანამატი ”დასტონიკი“ (DASTONIC) ხსნარის სახით, გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისათვის, როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ანტისტრესული, ანტიმიკრობული, ენერგეტიკული საშუალება

შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: სუბსტანცია „DAS“-ის მცენარეული ღეროვანი უჯრედების კონცენტრატს (Glycine max, Hordeum vulgare) 56.6 მg.

დამხმარე ნივთიერებები: კომპლექსონ-III; ნატრიუმ პიროსულფიტი.

საკვები დანამატი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს, ქიმიური დანამატებს, არა პათოგენური და არატოქსიკურია.

გარეგნული აღწერილობით ღია მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ხსნარი, დამახასიათებელი მძაფრი სპეციფიური სუნით. 

გამოშვების ფორმა: 100მლ


 

ბიოლოგიური თვისებები: საკვები დანამატის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (პირიდინი, პირიმიდინი, იმიდაზოლი, ინდოლი, ინდოლ-პირიდინი, არომატული, ფენოლური და სხვა აზოტის შემცველი ჰეტეროციკლური ნაერთები) სრულად ანაცვლებს საკვებში საკვები ანტიბიოტიკების გამოყენების მოთხოვნებს. უზრუნველყოფს ზემოქმედების ფართო სპექტრს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. ააქტიურებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს, იცავს უჯრედებს დაჟანგვისგან, ასტიმულირებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ორგანიზმის მთლიანობის აღდგენა, გაჯანსაღება, განახლებას.                                                                                                                                                                                                          საკვები დანამატი უზრუნველყოფს სეროტონინის მატებასა და ისეთი ოპტიმალური დიაპაზონის თანაფარდობის წარმოქმნას, რაც ცნს-ში იწვევს შეკავების პროცესების განვითარებას და ემოციური მდგომარეობის შემცირებას. გამოიხატება აგზნების შემცირება, შიშის დათრგუნვა, სტრე­სის მოხსნა და საბოლოოდ ცხოველისა და ფრინველის სტაბილურ მდგომარეობაში გადასვლა. ტრიფტოფანისა და ოქსიპროლინის თანაფარდობის გაზრდა ტრიფტოფანის გაზრდის ხარჯზე დადებითად აისახება ხორცის საგემოვნო თვისებებზე. ოქსიპროლინის სტაბილური მაჩვენებელი იწვევს წონის ზრდას ცილების ხარჯზე და არა ცხიმების.

უპირატესობები: ააქტიურებს იმუნურ სისტემას და ზრდის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობას;

ამცირებს ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს;

ბუნებრივი ანტივირუსული დაცვა;

ამცირებს დაავადებების განვითარებას;

ამცირებს ქათმების სიკვდილიანობასა და დაინფიცირებას;

იცავს ნაწლავებს პათოგენებისგან;

უზრუნველყოფს ფრინველის ანტიოქსიდანტურ დაცვას;

თავისუფალი რადიკალების გამოყოფას;

აუმჯობესებს მინერალების მიღება-ათვისებას;

საკვები დანამატი ზრდის ცხოველის პროდუქტიულობას;

ხელს უწყობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის (ხორცი, რძე, კვერცხი და ა.შ.) წარმოებას;

ოპტიმალურად ზრდის წარმოებული კვერცხის რაოდენობას;

თერმო სტაბილურია და შეიძლება გამოყენებულ იქნას გრანულების მოსამზადებლად.

 

გამოყენების ჩვენებები: საკვები დანამატი დასტონიკი გამოიყენება ყველა სახის ცხოველებისა და ფრინველებისთვის, როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ანტისტრესული ანტიმიკრობული, ენერგეტიკული საშუალება, კერძოდ:

  • იმუნიტეტის ფორმირებისა და სტიმულაციისათვის;
  • სტრესების აღმოსაფხვრელად (ფიზიკური, ტექნოლოგიური, ტრანსპორტირება, დაკვლის წინა პერიოდი, დაავადებებით გამოწვეული);
  •  ეტიოლოგიის კუჭნაწლავისა და რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისთვის;
  • ზრდა-განვითარების სტიმულირებისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად;
  • საბოლოო პროდუქციის (ხორცი, რძე, კვერცხი და ა. შ.) საგემოვნო მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად.
საკვებდანამატი გამოიყენება პერორალურად, სასმელ წყალთან ან საკვებთან ერთად (ინდივიდუალური ან ჯგუფური წესით), 

ფრინველს: 1ლ/1ტ წყალზე, დღეში ერთხელ;

ცხოველებს: 1 მლ /5-10 კგ ც.წ-ზე, დღეში ერთხელ;

თავსებადია საკვებში შემავალ ყველა ინგრედიენტთან, ვიტამინებთან, მინერალებთან და ანტიბიოტიკებთან.

გვერდითი მოვლენები და გართულებები საკვებდანამატის გამოყენებისას გამოვლენილი არ არის.

ცხოველებისა და ფრინველისგან წარმოებული პროდუქცია სასურსათო მიზნებისათვის გამოიყენება შეუზღუდავად.

პირადი პროფილაქტიკა

მუშაობისას უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც გათვალისწინებულია საკვებდანამატებთან მუშაობის დროს.

პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები, სახე თბილი წყლითა და საპნით.

კანთან და თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ წყლით.

ალერგიული რეაქციის გამოვლინებისა მიიღეთ ექიმის რჩევა (თან იქონიეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია და ეტიკეტი)

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი დამზადების დღიდან.
აკრძალულია საკვებდანამატის გამოყენება შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

მწარმოებელი: შპს “ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები