აგამინ ექსტრა
ორგანულ-მინერალური სასუქი
გამოიყენება ფოთლოვანი და წვეთოვანი გამოკვების, სტრეს ფაქტორების დაძლევის (ჰერბიციდებით, მავნებელ-დაავადებებით და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესები: საგვიანო წაყინვები, სეტყვა, გვალვა და სხვა) და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში, როგორც ღია ისე დახურულ გრუნტში. ზრდის ყინვაგამძლეობას, გვალვაგამძლეობას, მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს. მინიჭებული აქვს ორგანული სერტიფიკატი და განსაკუთრებულად ეფექტურია ორგანულ მეურნეობებში სუფთა პროდუქციის მოსაყვანად.
შემადგენლობა:
მთლიანი აზოტი ------------------------------- w / v 7.35%
რომელთაგან
ორგანული აზოტი ---------------------------- w / v 7.07%
ორგანული ნახშირბადი ------------------------- w / v 23.58%
ამინომჟავები----------------------------- w/v 43.95%
პრეპარატული ფორმა: სითხე
მოქმედების სპექტრი:გამოიყენება ორგანულ მეურნეობაში, როგორც ღია ისე დახურულ გრუნტში, ფოთლოვანი და წვეთოვანი გამოკვების გზით .
ფოთლოვანი გამოკვება:
ბოსტნეული კულტურები (დახურული გრუნტი) 2.5-3.5 ლ/ ჰა
ბოსტნეული კულტურები (ღია გრუნტი) : 3.5-4.0 ლ/ჰა-ზე
მარწყვი: 3ლ/ჰა
ვაზი სასუფრე, საღვინე: 3.5 ლ/ჰა-ზე
ხეხილი: 4.5-5.5ლ/ჰა
კივი: 4 ლ/ჰა-ზე
ტექნიკური კულტურები: 2.5ლ/ჰა
მარცვლეული: 1.5-2.0 ლ / ჰა (კომბინაციაში თავსებადია ჰერბიციდებთან)
წვეთოვანი გამოკვება:
ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურები (დახურული გრუნტი) : 10–15 ლ/ჰა
ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურები (ღია გრუნტი): 20-25 ლ/ჰა
ტექნიკური კულტურები: 25ლ/ჰა
ყვავილები: 20ლ/ჰა
თავსებადობა: აგამინ ექსტრას გამოყენება დასაშვებია ფართო გამოყენების ქიმიკატებთან და სასუქებთან (გამოყენებამდე საჭიროებს ტესტირებას). არ შეურიოთ სპილენძის შემცველ პროდუქტებს.
შენახვის პირობები: შეინახეთ თავის ტარაშივე რომელიც დაცულია მზის პირდაპირი სხივებისგან, მშრალ, გრილ და კარგად ვენტილირებად ადგილას, საკვებისა და სასმელისაგან მოშორებით.
გამოშვების ფორმა: 100მლ; 1ლ.
მწარმოებელი: აგაფერტი/იტალია