კოფეინ-ნატრიბენზოატის ხსნარი 20% 10 მლ
საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში,
მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენის, ცხვრის, თხის, ღორის, ძაღლის და კატისთვის, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი საშუალება
შემადგენლობა
საინექციო ხსნარი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: კოფეინი- 80 მგ, ნატრიუმის ბენზოატი- 120 მგ;
არააქტიური ნივთიერება: საინექციო წყალი 1 მლ-მდე.
სამიზნე სახეობა:
მსხილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი, კატა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კოფეინი-ნატრიუმის ბენზოატი ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ძირითადად მოქმედებს თავის ტვინის ქერქზე, რესპირატორულ და ვაზომოტორულ ცენტრებზე; მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ზურგის ტვინს; აუმჯობესებს გულის აქტივობას; აქვს კომპლექსური ეფექტი სისხლძარღვთა სისტემაზე; ზრდის განივზოლიანი კუნთების მუშაობას და ზრდის დიურეზს. კოფეინის მასტიმულირებელი ეფექტი იწვევს ფიზიკურ აქტივობას, დაღლილობის და ძილიანობის შემცირებას.
პრეპარატის სიძლიერე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე, მისი სხვადასხვა სისტემების ფუნქციურ აქტივობაზე, ცხოველების უფრო მაღალი ნერვული აქტივობის ტიპზე, აგრეთვე დოზაზე, რამაც დიდი რაოდენობით შეიძლება გამოიწვიოს ნერვული უჯრედების დათრგუნვა. ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი ადვილად შეიწოვება ინექციის ადგილიდან და სწრაფად იწყებს გამოყოფას ძირითადად თირკმელებიდან, ნაწილობრივ საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ცხენების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ძაღლისა და კატის ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებისთვის ზოგადი მოთენთილობის, გადაღლის, მოწამვლის (მ.შ. სანარკოზე და სედაციური საშუალებებით), კუნთების სისუსტის, სამშობიარო პარეზისა და სხვადასხვა დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა. ასევე გამოიყენება გულის შესუსტებული მუშაობის, ქრონიკული მიოკარდიტის, მიოდისტროფიის, ქრონიკული მიოდეგენერაციის დროს, როგორც სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალება თავის ტვინის, გულის და თირკმელების სისხლძარღვების სპაზმების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კუნთების სპასტიური მდგომარეობის (ნაწლავთა სპაზმი) დროს.
უკუჩვენებები
უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს, გამოხატული ჰიპერტენზიის, აგზნებადობის, არითმიების, მიოდეგენერაციისა და პერიფერიული სისხლძარღვების დამბლის შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები:
ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ შეინიშნება. ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დანიშნეთ ანტიჰისტამინური და სიმპტომატური პრეპარატები.
დოზირება:
პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთში შემდეგი დოზებით (ერთ სულზე გაანგარიშებით):
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხენს: 10 -25 მლ
ცხვარს, თხას, ღორს : 2 - 7 მლ
ძაღლს: 0,5-1,5 მლ
კატას: 0,2-0,5 მლ
დოზის მოცულობა და გამოყენების დრო დამოკიდებულია ცხოველის წონაზე და დაავადების მიმდინარეობაზე. საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება შესაძლებელია 2-3-ჯერ, 7-საათიანი ინტერვალით.
სპეციალური ინსტრუქციები
კოფეინ-ნატრიუმის ბენზოატთან მიმართებაში აშკარად ვლინდება ინდივიდუალური მგრძნობელობა ერთი და იმავე სახეობის მიმართ, ამიტომ დოზირება უნდა განხორციელდეს ნერვული გამოვლინების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.
ჭარბი დოზირება: ზედოზირებისას შესაძლებელია აღინიშნოს შფოთვა, აგზნებადობა, ტაქიკარდია, უძილობა, ღებინება, ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დანიშნეთ სიმპტომატური მკურნალობა
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
პრეპარატი თავსებადია საგულე გლიკოზიდებთან, ატროპინთან, ბრონქოდილატატორებთან, ანალგეტიკებთან, ერგოტამინის ალკალოიდებთან, ბრომიდებთან ერთად, ამცირებს საძილე აბების და ნარკოტიკული საშუალებების ეფექტს.
პრეპარატი არ უნდა შეერიოს ერთ შპრიცში მთრიმლავ მედიკამენტებთან (წარმოიქმნება კოფეინის ტანატის ნალექი) და მჟავე რეაქციის მქონე ნივთიერებებთან ერთად (ბენზოის მჟავას დალექვის გამო).
ლოდინის პერიოდი:
ცხოველური წარმოშობის პროდუქტები მიღებული პრეპარატის გამოყენების პერიოდში გამოიყენება შეზღუდვის გარეშე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი საშუალება.
გამოშვების ფორმა: 10 მლ საინექციო ხსნარი მოთავსებული უფერო მინის ამპულაში, #10 ამპულა მოთავსებული მუყაოს კოლოფში
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C-მდე ტემპერატურაზე
ინახება ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, იუმაშევის ქ N8, თბილისი, საქართველო