ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი (Oxytetracycline hydrochloride)

აქტიური ნივთიერებები: 1გ ფხვნილი შეიცავს: ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს 1000მგ

აღწერა: ყვითალო ფერის, უსუნო, წყალში ხსნადი ფხვნილი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი. ATCvet code: QJ01AA06

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, გოჭი, ფრინველი

გამოშვების ფორმა: 1გ, 50გ და 250 გ ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტში; 0.5 გ ყავისფერ მინის ფლაკონში.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკია, ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრით, აქტიურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (Staphylococcus spp., Streptococcus spp., Pasteurella spp., Escherichia coli, Salmonella spp.), ასევე ზოგიერთი სახეობის მიკოპლაზმების, ქლამიდებისა და სპიროქეტების  მიმართ. არ არის აქტიური პროტეუსის, ლურჯი დაჩირქების ჩხირის, მრავალი სოკოებისა და ვირუსების მიმართ. რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ნაკლებად ტოქსიკურია თბილსისხლიანი ცხოველებისთვის, არ ავლენს ადგილობრივ გამაღიზიანებელ და მასენსიბილიზირებელ მოქმედებას.                                                                  ფარმაკოკინეტიკა: ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი ორალური მიღებისას კარგად შეიწოვება კუჭნაწლავიდან და სწრაფად აღწევს ყველა ორგანოსა და ქსოვილში. თერაპიული კონცენტრაცია, მისი ერთჯერადი მიღების შემდეგ ორგანიზმში შენარჩუნებულია 12 სთ-ის განმავლობაში. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და ფეკალთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, გოჭის და ფრინველის (ქათმებში), რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ასევე შარდ-სასქესო გზების ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის:

  • პნევმონია;
  • პლევრიტი;
  • დიზენტერია;
  • პასტერელოზი, ენტერიტები,
  • ინფექციური ჭრილობები
  • მეორადი ინფექციები ვირუსული დაავადებების დროს

გამოყენების წესი, დოზირება

გამოყენებამდე პრეპარატი უნდა გაიხსნას წყალში ან შეერიოს საკვებში

მრპ, წრპ: ფარმაკოლოგიური დოზა 10-20 მგ/ კგ. ც.წ-ზე, პრაქტიკული დოზა 1-2 გ /100კგც.წ-ზე;

გოჭი: ფარმაკოლოგიური დოზა 15-30 მგ/ კგ.ც.წ-ზე, პრაქტიკული დოზა  1,5-3 გ /100 კგ. ც.წ-ზე

ქათამი: ფარმაკოლოგიური დოზა 20-50 მგ / კგ.ც.წ-ზე, პრაქტიკული დოზა 0,5გ - 2,5 ლ წყალზე

პრეპარატი მიიღება 12 სთ-ში ერთჯერ, 3-6 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

ოქსიტეტრაციკლინის მიმართ ცხოველთა ინდივიდუალური გაზრდილი მგრძნობელობა, თირკმელების უკმარისობა, მაკეობის მეორე ნახევარი. ქათმებს შეზღუდვა აქვს კვერცხისდების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები

ალერგიული რეაქციის ან ანაფილაქსური შოკის გამოვლინებისას მიიღება ადრენალინი, გლიკოკორტიკოიდები და ანტიჰისტამინური პრეპარატები. არ არის რეკომენდებული მარილების შემცვლელ პრეპარატებთან ერთად გამოყენება.

დაყოვნების პერიოდი

ცხოველთა და ფრინველთა სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 10 დღის შემდეგ. აღნიშნულ ვადაზე ადრე იძულებით დაკლულთა ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეწვიანი ნადირის საკვებად თერმული დამუშავების შემდეგ ან ხორცისა და ძვლის ფქვილის საწარმოებლად.

აკრძალულია რძის საკვებად გამოყენება მკურნალობის პერიოდში და  პრეპარატის ბოლო შეყვანიდან 2 დღის განმავლობაში. ასეთი რძე თერმული დამუშავების შემდეგ ცხოველების საკვებად გამოიყენება.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-30°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 4 წელი

მწარმოებელი ქვეყანა: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები