ანტიკოლი (Anticoli)

შემადგენლობა

1 გ ფხვნილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: კოლისტინის სულფატს 0.058 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა

გამოშვების ფორმა: 250გ ფხვნილი ვერცხლიფერ სამშრიან (პოლიპროპილენი, ალუმინის ფირფიტა, პოლიეთილენი) პაკეტში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი. ATCvet code: QJ51XB01 colistin

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ფრინველი

ფარმაკოლოგიური თვისებები

კოლისტინის სულფატი ციკლოპეპტიდური ანტიბიოტიკი, წარმოებულია პოლიმიქსინ E-გან და ეკუთვნის პოლიმიქსინის თერაპიულ ჯგუფს. კოლისტინის სულფატი ბაქტერიციდულად მოქმედებს გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებზე, მგრძნობიარეა Escherichia coli  და ენტერობაქტერიის ცალკეული სახეობები: Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp., Pseudomonas aeruginosa და Haemophilus influenzae. მდგრადობა კოლისტინის სულფატის მიმართ არ დაფიქსირებულა. პრეპარატის მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ბაქტერიული უჯრედის გარეგანი მემბრანის და ციტოპლაზმატური სტრუქტურის ფუნქციის მოშლა.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება  მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრების, თხების, ღორების და შინაური ფრინველის ბაქტერიული ინფექციების (როგორიცაა გასტროინტესტინალური ინფექციები, კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი და ბაქტერიული დიარეა) პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. 

გამოყენების წესი, დოზირება

პრეპარტი ეძლევა პერორალურად, ერთჯერადად, საკვებთან ან სასმელ წყალთან ერთად.

ხბო, თხაცხვარი – 5გ/100 კგ ც.წ-ზე, 5-7 დღის განმავლობაში.

ღორი – 1კგ/1000ლ სასმელ წყალში ან 500კგ საკვებში, 5-7 დღის განმავლობაში.

ფრინველი –  0,7კგ/1000ლ წყალში განზავებით ან 1კგ/1500ლ სასმელ წყალში ან 750კგ საკვებში შერევით,  3-5 დღის განმავლობაში.

მკურნალობის კურსი 7 დღე.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. კოლისტინის სულფატის მიმართ მაღალი მგრძნობელობის გამო შეიძლება გამოვლინდეს თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ნეიროტოქსიკურობა და ნეირომუსკულარული ბლოკადა.

უკუჩვენებები

არ გამოიყენება სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

ლოდინის პერიოდი

ცხოველთა და ფრინველთა დაკვლა ხორცის გამოყენების მიზნით ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 3 დღის შემდეგ. კვერცხი საკვებად გამოიყენება შეუზღუდავად.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: შპს "ბიოტეკსი", საქართველო, თბილისი, იუმაშვის ქ  #8

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები