დეზინოქსი (Dezinox)

აქტიური  ნივთიერებები: 1 მლ ხსნარი  შეიცავს, წყალბადის ზეჟანგს 3%, ძმარმჟავას 0,8%

გამოშვების ფორმა: დაფასოებულია 300 მლ და 1 ლ პოლიეთილენის ბოთლში,

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სადეზინფექციო საშუალება

გამოყენების სფერო: ყველა ტიპის ჯანდაცვის ორგანიზაცია, საზოგადოებრივ - კომერციული ობიექტები, კვების მრეწველობა, ფარმაცევტულ - კოსმეტიკური ინდუსტრია, სილამაზის სალონები, საყოფაცხოვრებო პირობებში

მოქმედების სპექტრი 

ბაქტერიციდული (მ/შ ტუბერკულოციდური) – სპოროციდული – ფუნგიციდული – ვირუციდული (HBV / HIV / HCV/ COID-19)

ჩვენებები

ხსნარი განკუთვნილია:

  • წყალგამძლე ზედაპირების (პლასტმასის, რეზინის, კოროზია მედეგი მეტალის, მინის, ხის, კერამიკის და ა.შ.) დეზინფექციისთვის;
  •  სადეზინფექციო ბარიერების მოსაწყობად ყველა ტიპის ჯანდაცვის ორგანიზაციაში, საზოგადოებრივ და კომერციულ ობიექტებში, კვების მრეწველობაში, ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში, სილამაზის სალონებსა და საყოფაცხოვრებო პირობებში.

გამოყენების წესი

  • ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზედაპირების დასამუშავებლად - ზედაპირებს ( ავეჯის, ინტერიერის, საგნების, აპარატურის, ხელსაწყოების)  წმენდენ საშუალების ხსნარში დასველებული ჩვრით.

დეზინფექციის შემდეგ დამუშავებული ზედაპირებიდან სამუშაო ხსნარის ჩამორეცხვა საჭირო არ არის.

  • დეზობარიერის მოსაწყობად - სამუშაო ხსნარი გამოიყენება 1:2 განზავებული. ჩასასხმელი ხსნარის მოცულობა დამოკიდებულია ხალიჩის ზომაზე. სამუშაო ხსნარის შეცვლა დამოკიდებულია ხალიჩის გამოყენების ინტენსივობაზე (დღეში 1-4-ჯერ).

შენახვის პირობები

ინახება მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, მშრალ, ბნელ, სინათლისგან და მაღალი ტემპერატურისგან დაცულ ადგილას, 5-25 ℃ ტემპერატურაზე

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.

მწარმოებელი: შპს“ბიოტეკსი“,  საქართველო, თბილისის, იუმაშევის ქ #8

გსურთ შეიძინოთ ონლაინ? გსურთ ჩვენი პროდუქციის გავრცელება?

გამოიწერე სიახლეები