1 მლ სადეზინფექციო ხსნარი შეიცავს, აქტიურ ნივთიერებას: ბენზალკონიუმის ქლორიდს 200 მგ
მოქმედების სპექტრი: ბაქტერიციდული, სპორიციდული, ვირულიციდული, ფუნგიციდური, დეზინვაზიური (ნემატოდების, ეიმერიების ოოცისტების მიმართ).
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება სანიტარული დამუშავება (წმენდა), დეზინფექციისათვის:
- ვეტერინარულ ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სადეზინფექციოდ, მათ შორის ტექნოლოგიური და სანიტარული მოწყობილობები, ინვენტარი, ხელსაწყოები, დანადგარები, ტრანსპორტი, ავზები, წყალმომარაგების სისტემები და ა.შ.
- მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ობიექტების, პროდუქციის რეალიზაციის ადგილების, ხორცისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების, სასაკლაოების, პატარა ცხოველების და ფრინველების შენახვის ადგილების, ბუნაგების, გალიების და სხვა ადგილების დასამუშავებლად, განსაკუთრებით მათი დეჰელმინთიზაციის შემდეგ.
- ფუტკრის სკების, ჩარჩოების და სხვა მოწყობილობების სადეზინფექციოდ, ასკოფეროზის, ასპერგილოზის, სიდამპლეების, ნოზემატოზის დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება სამუშაო ხსნარების სახით, რომელიც მზადდება კონცენტრატის არაქლორირებულ წყალთან შერევით.
სადეზინფექციო ობიექტების ზედაპირების დეზინფექცია ხორციელდება საფუძვლიანი მექანიკური და სანიტარული გაწმენდის შემდეგ, ზედაპირები იწმინდება ჩვრით, ღრუბელით ან მორწყვით წვრილდისპერსული გამფრქვევით, სრულ დატენიანებამდე.
სამუშაო ხსნარები გამოიყენება შემდეგი კონცენტრაციებით:
0,1% (10 მლ 10 ლ წყალზე) - რძის გადამამუშავებელი მოწყობილობების, საკვებურებების, საწყურებლების სანიტარული დამუშავებისთვის (ცხოველების თანდასწრებით);
0.25% (25 მლ 10 ლ წყალზე) - შენობებისა და ინვენტარის პროფილაქტიკური დეზინფექციისათვის (ცხოველების თანდასწრებით), წყალმომარაგების სისტემების სანიტარული დამუშვებისათვის;
0,5% (50 მლ 10 ლ წყალზე) - სასაკლაოების, გადამამუშავებელი და სავაჭრო ობიექტების, ლაბორატორიების, სატრანსპორტო საშუალებების ასპტიკური დასუფთავებისათვის, სამუშაო ტანსაცმლის გარეცხვამდე დასალბობად;
1% (100 მლ 10 ლ წყალზე) - მეცხოველეობის შენობების გეგმიური დეზინფექციისათვის (სანიტარულ დასუფთავებებს შორის პერიოდში);
1.5% (150 მლ 10 ლ წყალზე) დეჰელმინთიზაციის შემდგომი დეზინვაზიისათვის და ინფექციური დაავადებებით დასნებოვნებული ცხოველებისა და ფრინველების სადგომების სადეზინფექციოდ;
0.05% (50 მლ 100 ლ წყალზე) - დახურულ აუზებში ან წყალმომარაგების სისტემებში მწვანე წყალმცენარეების და სხვა მიკროორგანიზმების გამრავლების საპრევენციოდ (ხორციელდება კვირაში ერთხელ);
მეფუტკრეობაში:
2.5% (25 მლ 1 ლ წყალზე) - დაავადებული ფუტკრის ოჯახების სადეზინფექციოდ;
1.5% (15 მლ 1 ლ წყალზე) - ჯანმრთელი და პირობითად ჯანმრთელი ფუტკრის ოჯახების გეგმიურ - პროფილაქტიკური დეზინფექციისთვის;
0,5% (5 მლ 1 ლიტრ წყალზე) - კეთილსაიმედო საფუტკრის გეგმიური და პროფილაქტიკური დეზინფექცია გაზაფხული - შემოდგომაზე.
სკების, ფიჭიანი ჩარჩოების (უთაფლო ფიჭის), საფუტკრე ინვენტარის დეზინფექცია ტარდება +12°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე, სპეციალური შემასხურებლით მთლიანად ზედაპირების დასველებით. დამუშავებული საგნები მჭიდროდ იფარება პოლიეთილენის აპკის ქვეშ 10-12 სთ-ის განმავლობაში, რის შემდეგაც უნდა გაირეცხოს წყლითა და კარგად გაშრეს.
ფუტკრის ოჯახების დეზინფექცია ხორციელდება წელიწადში 2-ჯერ გაზაფხულისა და ზაფხულის შემოწმების დროს. სველი ჩვრით ან ღრუბელით იწმინდება სკების გარე და შიდა კედლები, ჩარჩოების ხის ნაწილი.
გამოშვების ფორმა: 100 მლ და 1ლ პოლიეთილენის ფლაკონებში
შენახვის პირობები
ინახება მწარმოებლის შეფუთვით ბნელ, სინათლისგან დაცულ, კარგად ვენტილირებად ადგილას +1℃-დან 20℃-ზე
მწარმოებელი: შპს "ბიოტეკსი", საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8