1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს, აქტიურ ნივთიერებებს: ტილოზინ ტარტრატს 100მგ
გამოყენების ჩვენებები
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - სასუნთქი გზების ბაქტერიული დაავადებები, დიფტერია, მასტიტი, მეტრიტი, ვირუსული დაავადებების მეორადი გართულებები;
ცხვარი - ინფექციური აგალაქტია, თხის პნევმონია.
ღორი - ენდემური პნევმონია, მიკოპლაზმური ართრიტი, ღორის წითელი ქარი, დიზენტერია, გასტროენტერიტი, ბაქტეროილოგიური ეტიოლოგიის დაავადებები.
ძაღლი, კატა - კუჭნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი და შარდსასქესო სისტემების ბაქტერიული ეტიოლოგიის დაავადებები.
ფრინველებში – რესპირატორული მიკოპლაზმოზი და ინდაურის ინფექციური სინუსიტი, წიწილებისა და ინდაურების ქრონიკული რესპირატორული ინფექციები, ქათმების ინფექციური რინიტი (გადამდები სურდო), ქათმებისა და ინდაურების სპიროქეტოზი, ნეკროზული ენტერიტი
გამოყენების წესი, დოზირება
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა, ცხვარი: კუნთში,1 მლ 10-20 კგ. ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ, 3-5 დღე;
ღორი: კუნთში,1 მლ 10-50 კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ, 3-5 დღე;;
ძაღლი, კატა: კუნთში,1 მლ 10-20 კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ, 3-5 დღე;;
ფრინველი: კუნთში, 0,1 მლ 1კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ, 3-5 დღე;.
ლოდინის პერიოდი: ხორცი - 8 დღის შემდეგ, რძე - 4 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 10 მლ, 20 მლ, 50 მლ და 100 მლ საინექციო ხსნარი მოთავსებული ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.
შენახვის პირობები: მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20°C-ტემპერატურისა
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
მწარმოებელი: შპს ,,ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8