საექსპორტო მომსახურება

ხარისხის პოლიტიკა

ბიოტექსი მოქმედებს მკაცრი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, რათა უზრუნველყოს პროდუქციის უსაფრთხოება, ეფექტურობა და შესაბამისობა საერთაშორისო მოთხოვნებთან.

ჩვენი საწარმოო პროცესები რეგულარულად მოწმდება და აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიული სისტემებით, რაც იძლევა პროდუქტის მაღალი სანდოობის გარანტიას.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ხარისხის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ხარისხისა და გამჭვირვალობის მიმართ.

👉გადმოწერეთ ხარისხის პოლიტიკის დოკუმენტი

ბიოტეკსი მზად არის საექსპორტოდ და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან სომხეთში, აზერბაიჯანში და თურქმენეთში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სანდო და ეფექტური პროდუქტებით და მოქნილი თანამშრომლობის პირობებით. 

 

რას გთავაზობთ?

• კვლევაზე დაფუძნებული პროდუქტების ასორტიმენტი

შექმნილი BrTRC კვლევითი ცენტრის, 100-ზე მეტი სპეციალისტისა და 20-ზე მეტი მეცნიერის მონაწილეობით.

• ინდივიდუალური ფორმულირება და Private Label

ინდივიდუალური ფორმულები და პროდუქტის წარმოება თქვენი ბრენდის ქვეშ.

• GMP სტანდარტის შესაბამისი წარმოება

სერტიფიცირებული წარმოება ISO 9001:2015 და GMP სტანდარტებით.

• ტექნიკური კონსულტაცია

რჩევები და ინდივიდუალური მხარდაჭერა ვეტერინარებისა და აგრონომებისგან.

• რეგულატორული და დოკუმენტური მხარდაჭერა

საჭირო დოკუმენტები, სერტიფიკატები და პროდუქტის მასალები.

• ლოგისტიკა და ექსპორტის მოქნილობა

გეგმიური და ეფექტური მიწოდება პარტნიორთა საჭიროებების მიხედვით.

• სწავლება და ტრენინგი

პროდუქტის პრეზენტაციები, ტრენინგები და ცოდნის გაზიარება პარტნიორებთან.

 

საექსპორტო ბაზრები

ბიოტეკსის პროდუქცია უკვე გადის შემდეგ ქვეყნებში:

  • სომხეთი

  • აზერბაიჯანი

  • თურქმენეთი

მზად ვართ ახალი თანამშრომლობებისთვის კავკასიის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.

 

გსურთ ბიოტექსის პროდუქციის შეტანა თქვენს ბაზარზე?

დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ დეტალები.


 

შეუერთდი ჩვენს ქსელს

გამოიწერე სიახლეები