სიხარულით გიზიარებთ, რომ "ბიოტეკსმა" წარმატებით დაასრულა საერთაშორისო B2B ღონისძიებებსა და სავაჭრო გამოფენებზე გასვლის მხარდამჭერი მენტორული პროგრამა.
პროგრამა მიზნად ისახავს ქართული კომპანიების მზადყოფნის გაძლიერებას საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობისა და გლობალურ ბაზრებზე პოზიციონირებისათვის.
პროგრამა განხორციელდა:
- ევროკავშირის დაფინანსებით
- UNDP-ის მხარდაჭერით
- Civitta-სა და
- Lithuanian Innovation Centre-ის მონაწილეობით
ჩვენთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო განვითარების გზაზე - ის აძლიერებს ჩვენს მზადყოფნას, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით წარმოვაჩინოთ ქართული ვეტერინარული წარმოება საერთაშორისო დონეზე.
განსაკუთრებული მადლობა ყველა პარტნიორს მხარდაჭერისთვის.